среда, 23 января 2013 г.

ლეონარდო და ვინჩის ნამუშევრები




ნათლისღება (1742-1745)
                       
ხარება (1475-1480) 

ბენუას მადონა (1478-1480)   
                                 
მადონა ყვავილით (1478-1481)
ჯინევრა დე ბენჩი (1475)
მისუკოსის პორტრეტი (1490)
მადონა ლიტა (1490-1491)       
საიდუმლო სერობა (1498)

მონა ლიზა (1503-1505/15070)
                                                    ლედა და გედი (1508)                                                                                 
კლდეთა მადონა (1483-86)

ქალი ჰერმელინით (1488-1490)

მადონა და ყრმა წმინდა ანასთან და წმინდა იოანე ნათლისმცემელთან ერთად (1499-1500)                                            
წმინდა იოანე ნათლისმცემელი (1514)                                                 
ბახუსი (1515)

ლეონარდო და ვინჩი

ლეონარდო და ვინჩი(1452-1519)

 ლეონარდო და ვინჩის ტვინის ორივე ჰემოსფეროს განსავითარებლად თავისი მეთოდები ჰქონდა:
1. იყავი ცნობისმოყვარე ყველაფრის მიმართ;
2. ეცადე შენიშნო და გამოარჩიო გარღვევები შენივე გამოცდილებიდან და შეცდომებიდან;
3. მუდამ განაახლე, გამოთვალე შენი ემოციების მარაგი;
4. მიიღე და გაიაზრე პარადოქსები;
5. გამოიმუშავე გლობალური აზროვნება ტვინის ორივე ჰემოსფეროს გამოყენებით;
6. შეინარჩუნე ცივსისხლიანობა, მენტალური მოქნილობა და გონების სისხარტე;
7. დაიმახსოვრე, რომ ხსენებული ექვსი პრინციპი ერთმანეთისაგან განუყოფელია და მუდამ იფიქრე მათზე!..
”საიდუმლო სერობის” შექმნის დროს ლეონარდო და ვინჩი უდიდესი პრობლემის წინაშე დადგა: მას უნდა განესახიერებინა სიკეთე იესოს სახით და ბოროტება – იუდას სახით.
ლეონარდომ ხატვა შეწყვიტა და მხოლოდ მას შემდეგ განაგრძო, როდესაც იდეალურ მოდელებს მიაგნო.
ერთხელ მხატვარი მომღერლების გუნდის გამოსვლას ესწრებოდა და ერთ-ერთ ყმაწვილ მომღერალში ქრისტეს ნათელი, სრულყოფილი სახე შეიცნო. ახალგაზრდა სახელოსნოში მიიწვია და რამდენიმე ცანახატი გააკეთა.
სამ წელიწადში მხატვარმა ტილო თითქმის დაასრულა, მაგრამ ვერაფრით ვერ მიაგნო ტიპაჟს, რომელიც იუდას დასახატად გამოდგებოდა. ფრესკის დამკვეთი კარდინალი აჩქარებდა.
კარგა ხნის შემდეგ ლეონარდომ მთვრალი, ბინძური, ჩამოძონძილი, ნაადრევად დაბერებული კაცი აღმოაჩინა, ეტიუდის შესაქმნელად დრო აღარ რჩებოდა და მხატვარმა თანაშემწეებს უბრძანა, ტაძარში წაეყვანათ იგი. გაჭირვებით მიათრიეს ეკლესიაში და და ვინჩიმ დახატა იუდა – მის სახეზე აღბეჭდილი იყო ცოდვა, ეგოიზმი, ბედუკუღმართობა. როდესაც მხატვარმა სამუშაო დაასრულა, გამოფხიზლებულმა მათხოვარმა თვალი გაახილა, გაოცებულმა მიმოიხედა და როგორც კი ნახატი დაინახა, სეშინებულმა წამოიყვირა:
- ეს ნახატი მე ნანახი მაქვს!
- კი მაგრამ, საიდან?. – გაუკვირდა ლეონარდოს.
- სამი წლის წინ სანამ ყველაფერს დავკარგავდი, გუნდში ვმღეროდი, მომავლის იმედი მქონდა… ერთმა მხატვარმა წამიყვანა და ჩემი სახე ქრისტეს დასახატად გამოიყენა..
ლეონარდო და ვინჩი იყო ერთ ერთი უპირველესი მათ შორის რომელმაც შექმნა ორმაგი მირორენცეფალიოტური კონფურომა(Mirroren-cefaliotic Confuromja). ეს ერთის მხრივ საინტერესო, ხოლო მეორეს მხრივ კი გასაოცებელი შედევრი, ნათელი მაგალითი იყო, არის და იქნება იმისა რომ ადამიანის გონება არ შემოისაზღვრება მხოლოდ მარტივი ლოგიკური გამოთვლებით და მათემატიკური აქსიომების მრავალ მხრივი რეინტერპრეტაციით. ეს თეორია ლათინურად სიტყვა სიტყვით ნიშნავს mirroren-ორმაგი,cefaliotic-ცეფალიოტური)სააზროვნო,confuromja-კონფურომა(დანიშნულება)
ეს არის უდიდესი ნახტომი ადამიანის აზროვნების განვითარებასა და ჩამოყალიბებაში.

ინფორმაცია მოძიებულია : www.interesting.ge

ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფია



       ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წელს და გარდაიცვალა 1519 წელს. მომავალი გენიოსის მამა, პიერო და ვინჩი მდიდარი ნოტარიუსი და მიწათმფლობელი, გახლდათ ყველაზე ცნობილი ადამიანი ფლორენციაში, ხოლო მისი დედა - კატერინა, უბრალო ქალი იყო. ლეონარდო მათ უკანონოდ შეეძინათ; იგი ბავშვობიდანვე გატაცებული იყო ხატვით. 1466 წელს, 14 წლის ასაკში, ლეონარდო და ვინჩი საცხოვრებლად ფლორენციაში გადავიდა, სადაც მამამ სასწავლებლად სამხატვრო სახელოსნოში - ანდრეა ვეროკიოს მიაბარა. 1460-1476 წლები ლეონარდომ ვეროკიოს სახელოსნოში გაატარა. 20 წლის ასაკში ის უკვე ჩამოყალიბებული მხატვარი იყო. შეიძლება ითქვას, რომ ლეონარდო უმეტესწილად თავისით სწავლობდა. 1478 წელს მან საკუთარი სახელოსნო გახსნა. 1482 წელს ლეონარდო და ვინჩი ტოვებს ფლორენციას და საცხოვრებლად მილანში გადადის, რომელსაც იმ პერიოდში მართავდა ლუდოვიკო მორო („მავრი“), სფორცას გვარის დიდებული. მან ლეონარდო, როგორც ხუროთმოძღვარი და მუსიკოსი ისე მიიწვია. მანვე დაავალა აკადემიის დაარსება, რომლისთვისაც ლეონარდომ დაწერა „ტრაქტატი ფერწერაზე“ — ყველა დროის მხატვართა სამაგიდო წიგნი. მოროსგან ლეონარდო პირველ შეკვეთასაც იღებს: მან უნდა ააგოს დიდი ძეგლი ლუდოვიკოს მამისათვის — „ფრანჩესკო სფორცა“. 1499 წელს სფორცა ფრანგებმა მილანიდან განდევნეს და ლეონარდოსაც გაცლა მოუხდა. მომდევნი წლისათვის უკვე ფლორენციაში ჩავიდა, სადაც, დაახლოებით, ექვსი წელი დაჰყო, მხოლოდ ათი თვით მიატოვა იგი პაპის კონდოტურის - ჩეზარე ბორჯიას დავალებით, სიმაგრეების მშენებლობასთან დაკავშირებით. შემდეგ კვლავ მილანში დაბრუნდა. მილანში მოღვაწეობის დროს ლეონარდო და ვინჩიმ შექმნა ერთ-ერთი საუკეთესო ფერწერული ტილო „მადონა ლიტა“. მსოფლიო ხელოვნების უდიდესი ქმნილება „საიდუმლო სერობა“ (1496-1497), რომელიც აგრეთვე მილანში, „სანტა მარია დელა გრაციას“ მონასტრის ერთ-ერთ კედელზეა დახატული. სურათზე არ იგრძნობა რელიგიური სიუჟეტებისათვის დამახასიათებელი სტატიურობა, ღვთიურობა. ლეონარდომ შეძლო სრულიად განსხვავებული, ადამიანური განცდების მქონე სახეების აღბეჭდვა. ცნობილია, რომ მხატვარი დადიოდა მილანის ქუჩებსა და სამიკიტნოებში, სწავლობდა ადამიანების სახეებს, ეს კი მას დიდ დროს ართმევდა. ფრესკა ტაძრის ნესტიან კედელზეა დახატული, რის გამოც ძალიან დაზიანდა, 1954 წელს მოხდა მისი რესტავრაცია. სიცოცხლის ბოლო ორი ათწლეული ლეონარდო და ვინჩიმ მოგზაურობაში გაატარა, რადგანაც ვერ პოულობდა ადგილს, სადაც საკუთარი თავის რეალიზებას შეძლებდა. 1513-დან 1519 წლამდე იგი მონაცვლეობით ცხოვრობდა რომში, პავიაში, ბოლონიასა და საფრანგეთში. 1506-1513 წლებში ლეონარდო კვლავ მილანშია, უკვე ფრანგთა მეფის — ლუი XII-ის სამსახურში. საერთო ჯამში, მან 23 წელი დაჰყო მილანში. ლეონარდოს ერთ-ერთი ბოლო ნამუშევარია „მონა ლიზას“ პორტრეტი, რომელიც საფრანგეთში ყოფნის დროს შექმნა და „ჯოკონდას“ სახელითაა ცნობილი. სურათში პორტრეტის იმდროინდელი ხატვის ტენდენცია სრულიად დარღვეულია, მონა ლიზა მუხლებამდეა დახატული, თითქმის მთელი ტანით მაშინ, როდესაც პორტრეტებში ადამიანს მხოლოდ გულ-მკერამდე ხატავდნენ. 1513-1514 წლებში ლეონარდო რომშია, სადაც პაპმა ლეო X-მ მიიწვია, 1516 წელს კი ფრანგთა მეფის, ფრანცისკ I-ის მიწვევით ჩადის საფრანგეთში. მეფემ ლეონარდოს ამბუაზის მახლობლად მდებარე კლუს ციხე-სიმაგრე უბოძა. ლეონარდო და ვინჩი რამდენიმე პროფესიას ფლობდა, იგი ერთდორულად მხატვარი, სკულპტორი, არქიტექტორი, მეცნიერი და ინჟინერი იყო. ლეონარდო და ვინჩი 1519 წლის 2 მაისს გარდაიცვალა კლუს ციხე-სიმაგრეში. გადმოცემით, იგი ფლობდა დიდ ფიზიკურ ძალას. მასზე ამბობდნენ რომ „ხელით თავისუფლად შეეძლო ცხენის ნალის გაღუნვა“.

                                   

ინფორმაცია მოძიებულია :www.leonardoda-vinci.org

ლეონარდო და ვინჩის გამოგონებანი





   ბევრმა იცის რომ ლეონარდო და ვინჩი დაიბადა 1452 წლის 15 აპრილს.იტალიაში,კერძოდ კი ფლორენციაში.მის დაბადებაზე არც თუ ისე ბევრი ფაქტია ნაცნობი.ნაცნობია ის რომ ლეონარდო უკანონო შვილი იყო ჯენტლმენი პიერო ანტონიო და ვინჩის.ჯენტლმენი იმ დროს წოდება იყო, თანაც საკმაოდ პატივსაცემი.მისთვის დიდი სირცხვილი იქნებოდა რომ უკანონო შვილი ჰყოლოდა, ამიტომ ლეონარდო დედამისთან იზრდებოდა, რომლის სახელიც უცნობია, მაგრამ ნაცნობია მისი პროფესია-მოსამსახურე.ლეონარდო თავიდან დედის გვარზე იყო თუმცა როდესაც წამოიზარდა დედამისმა მას სიმართლე მოუყვა მამაზე. ამიტომ გადაიკეთა ლეონარდომ დედის გვარი “და ვინჩით”. ლეონარდო და ვინჩიზე მხოლოდ ეს მწირი ინფორმაციაა ნაცნობი. თუმცა არსებობს მოსაზრება რომლის მიხედვითაც ეს ყველაფერი ლეონარდომ თვითონ მოიფიქრა და სინამდვილეში არანაირი პიერო და ვინჩი და არანაირი მოსამსახურე არ არსებობდა.ლეონარდო და ვინჩის ბიოგრაფია ცნობილი 22 წლის ასაკიდან ხდება, როდესაც ლეონარდოს ნახატს უკვეთავს დიდგვაროვან მედიჩების ოჯახი(“მონალიზა”ც ამ ოჯახის წარმომადგენელი იყო).მოსაზრების თანახმად ლეონარდო და ვინჩი ჩვენს პლანეტა დედამიწაზე არ დაბადებულა და ის სხვა პლანეტიდან იყო მოსული.ამ მოსაზრებას მისი ავტორები იმით ასაბუთებენ, რომ ლეონარდო და ვინჩი თავის ნახატებში ადამიანს უხატავს სისხლძარღვებს, რომელიც საკმაოდ ადვილი დასანახია.იმ დროს ბიოლოგიაც კი არ იყო იმდენად განვითარებული რომ ლეონარდოს ეს ძარღვები დაეხატა.ასევე მოსაზრების ავტორები თავიანთ მოსაზრებას ადასტურებენ იმითაც, რომ ლეონარდოს აქვს დახატული უამრავი ისეთი ტექნიკის მოდელი, რომელსაც მეთხუთმეტე მეთექვსმეტე საუკუნეებში სიზმარშიც კი ვერ ნახავდნენ. წარმოგიდგენთ რამოდენიმე მათგანს


   ეს ლეონარდოს მიერ დახატული თვითმფრინავის მოდელია. იმ დროისათვის კი ხალხს ფრენა სიზმარში თუ დაესიზმრებოდა.

  ეს ტანკის მოდელია. თქვენ ხედავთ ლულას და ჩასაჯდომს ზემოთ.იმ დროს კი როდესაც ლეონარდო მოღვაწეობდა არამცთუ ტანკი არამედ ზარბაზანიც კი არ იყო გამოგონებული.

                                       

     ეს ლეონარდოს მიერ შესრულებული ჰიდრავლიკური მანქანის მოდელია.რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა ფიზიკის განვითარებაში.

                                        

      ამ დანადგარს ლეონარდომ “ცეცხლის იარაღი” უწოდა.ის ეგრეთწოდებული პულიმიოტის მოდელია.
                                     

  ინფორმაცია მოძიებულია : ucnauri.com

четверг, 17 января 2013 г.

ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის მეცნიერება


       ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბაზ­ში ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის 87 ნა­მუ­შევ­რის გა­მო­ფე­ნა მიმ­დი­ნა­რე­ობს.
ის შვიდ ოქ­ტომ­ბ­რამ­დე გაგ­რ­ძელ­დე­ბა. ექ­ს­პო­ზი­ცი­ა­ზე წარ­მოდ­გე­ნი­ლი ჩა­ნა­ხა­ტე­ბი ადა­მი­ა­ნის ანა­ტო­მი­ას დე­ტა­ლუ­რად ასა­ხავს.
   აღორ­ძი­ნე­ბის დრო­ის დი­დი იტა­ლი­ე­ლი მხატ­ვ­რი­სა და გა­მომ­გო­ნებ­ლის ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის შე­მოქ­მე­დე­ბი­სა და ცხოვ­რე­ბის შე­სა­ხებ ყვე­ლას სმე­ნია, თუმ­ცა გა­მო­ფე­ნა, სა­ხელ­წო­დე­ბით “ანა­ტო­მის­ტი ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი”, რო­მე­ლიც ლონ­დონ­ში, სა­მე­ფო დარ­ბაზ­ში იხ­ს­ნე­ბა, ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ე­ბის­თ­ვის დი­დი აღ­მო­ჩე­ნაა - ფან­ქარ­ში შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ნა­მუ­შევ­რე­ბი ხე­ლო­ვა­ნის სა­მეც­ნი­ე­რო ძი­ე­ბებს გვიჩ­ვე­ნებს. წი­თე­ლი ცარ­ცით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი ბავ­შ­ვი ემ­ბ­რი­ო­ნის პო­ზა­ში და ადა­მი­ა­ნის სხე­უ­ლის სხვა­დას­ხ­ვა ნა­წი­ლე­ბის დე­ტა­ლუ­რი გრა­ფი­კუ­ლი პორ­ტ­რე­ტე­ბი ცხად­ყოფს, რომ და ვინ­ჩი მათ­ზე დი­დი ხნის გან­მავ­ლო­ბა­ში მუ­შა­ობ­და. აღ­სა­ნიშ­ნა­ვია, რომ ეს ნაშ­რო­მე­ბი ხე­ლო­ვა­ნის ცხოვ­რე­ბა­ში არას­დ­როს გა­მო­ფე­ნი­ლა და მეც­ნი­ე­რებ­მა ისი­ნი მხო­ლოდ 1900 წელს აღ­მო­ა­ჩი­ნეს. ცნო­ბი­ლია, რომ ისი­ნი 1690 წლი­დან დი­დი ბრი­ტა­ნე­თის მო­ნარ­ქის სა­მე­ფო კო­ლექ­ცი­ა­ში ინა­ხე­ბო­და.
   ასე­ვე ცნო­ბი­ლია, რომ და ვინ­ჩი ადა­მი­ა­ნის ანა­ტო­მი­ას ხში­რად სა­კუ­თარ თავ­ზე დაკ­ვირ­ვე­ბით წლე­ბის გან­მავ­ლო­ბა­ში სწავ­ლობ­და. ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლის სა­გა­მო­ფე­ნო დარ­ბა­ზის კუ­რა­ტო­რი მარ­ტინ კლე­ი­ტო­ნი “რო­ი­ტერ­თან” სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი, ისე­ვე რო­გორც და ვინ­ჩის მფრი­ნა­ვი მან­ქა­ნა და წყალ­ქ­ვე­შა გე­მი, ხში­რად დი­დი ხე­ლო­ვა­ნის ჰო­ბიდ მი­იჩ­ნე­ო­და, თუმ­ცა აღ­ნიშ­ნუ­ლი გა­მო­ფე­ნა მას მეც­ნი­ე­რე­ბა­ში ღირ­სე­ულ ად­გილს და­უმ­კ­ვიდ­რებს.
   “ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩი ერთ-ერ­თი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნი ფი­გუ­რაა ადა­მი­ა­ნის ანა­ტო­მი­ის შეს­წავ­ლის სფე­რო­ში. ამ ექ­ს­პო­ზი­ცი­ის შემ­დეგ თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბი მას გა­ლი­ლე­ო­სა და ნი­უ­ტო­ნის გვერ­დით მო­იხ­სე­ნი­ე­ბენ. ეს ნა­მუ­შევ­რე­ბი უაღ­რე­სად სე­რი­ო­ზუ­ლი, სა­ოც­რად დე­ტა­ლუ­რი და ძა­ლი­ან მნიშ­ვ­ნე­ლო­ვა­ნია.” - აღ­ნიშ­ნავს კლე­ი­ტო­ნი.
  გა­მო­ფე­ნა­ზე წარ­მოდ­გე­ნილ ტი­ლო­ებს შო­რი­საა ადა­მი­ა­ნის გულ-სის­ხ­ლ­ძარ­ღ­ვ­თა სის­ტე­მის შა­ვი და წი­თე­ლი ცარ­ცით შეს­რუ­ლე­ბუ­ლი უძ­ვე­ლე­სი გრა­ფი­კუ­ლი სუ­რა­თე­ბი, რომ­ლებ­ზეც და ვინ­ჩის თი­თის ანა­ბეჭ­დე­ბი ჯერ კი­დევ შე­სამ­ჩ­ნე­ვია. კემ­ბ­რი­ჯის უნი­ვერ­სი­ტე­ტის ასო­ცი­რე­ბუ­ლი პრო­ფე­სო­რი ფრან­ცის უელი “რო­ი­ტერ­თან” სა­უ­ბარ­ში აღ­ნიშ­ნავს, რომ ეს უძ­ვე­ლე­სი ნაშ­რო­მე­ბი თა­ნა­მედ­რო­ვე მე­დი­ცი­ნის­თ­ვის სა­ოც­რად დრო­უ­ლი და დი­დი მნიშ­ვ­ნე­ლო­ბის მა­ტა­რე­ბე­ლია.
   “რო­დე­საც ამ ნა­მუ­შევ­რებს უყუ­რებ, ძნე­ლია და­ი­ჯე­რო, რომ ისი­ნი ხუ­თა­სი წლის წინ შე­იქ­მ­ნა. ნა­ხა­ტებს თან ერ­თ­ვის მი­ნა­წე­რე­ბი და გან­მარ­ტე­ბე­ბი, რომ­ლე­ბიც დღე­საც კი, თა­ნა­მედ­რო­ვე მეც­ნი­ე­რე­ბის­თ­ვის ძა­ლი­ან ბევ­რის მთქმე­ლი და გა­მო­სა­დე­გია,” - ამ­ბობს უელი.
   ინ­გ­ლი­სუ­რი ონ­ლა­ინ-გა­ზე­თი “გარ­დი­ა­ნი” გა­მო­ფე­ნის ირ­გ­ვ­ლივ გან­ვი­თა­რე­ბულ მოვ­ლე­ნებ­ზე წერს, სა­დაც ნათ­ქ­ვა­მია, რომ უკ­ვე და­იწყო და­ვა და ვინ­ჩის­თ­ვის არა­ო­ფი­ცი­ა­ლუ­რი სტა­ტუ­სის მი­სა­ნი­ჭებ­ლად - სა­მე­ფო დარ­ბაზ­ში აცხა­დე­ბენ, რომ ის უდა­ვოდ მეც­ნი­ე­რი იყო, ხო­ლო ეროვ­ნუ­ლი გა­ლე­რე­ის ხე­ლოვ­ნე­ბათ­მ­ცოდ­ნე­ე­ბი მი­იჩ­ნე­ვენ, რომ მი­სი რო­ლი ხე­ლოვ­ნე­ბა­ში გა­ცი­ლე­ბით დი­დია. ასეა თუ ისე, ერთ ფაქ­ტ­ზე ყვე­ლა თან­ხ­მ­დე­ბა - გა­მო­ფე­ნა, რო­მე­ლიც ბუ­კინ­გე­მის სა­სახ­ლე­ში მზად­დე­ბა, ლე­ო­ნარ­დო და ვინ­ჩის სა­მეც­ნი­ე­რო აღ­მო­ჩე­ნე­ბის დიდ მნიშ­ვ­ნე­ლო­ბას ისე წარ­მო­ა­ჩენს, რო­გორც აქამ­დე გა­მარ­თუ­ლი არ­ცერ­თი სხვა გა­მო­ფე­ნა.

ინფორაცია მოძიებულია : ჯურნალ 24 საათი